თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების მოთხოვნებს ეხმაურება.
გულიკო ზუმბაძე ამბობს, რომ დაზარალებულებისთვის ფინანსური ზარალის ანაზღაურება არა ქალაქის მერიამ, არამედ თბილისის გამგეობებმა უნდა განახორციელონ.
მისი თქმით, გამგეობებმა მის რაიონში მცხოვრები პირის ზარალი უნდა შეისწავლოს და ერთჯერადი დახმარება გასცეს.
„საუბარი იმაზე, რომ ვიცოდეთ ზუსტად რა არის ზარალი და მთელი პასუხისმგებლობა აიღოს მერიამ, მიმაჩნია, რომ ეს არის უბრალოდ უპასუხისმგებლო განცხადება. გამგეობებს უნდა მიეცეთ დავალება, მათ არეალში მცხოვრებ ამ დაზარალებულებს, გამგეობის შემოწმების და დასკვნის საფუძველზე მიეცეთ მათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება,“-აცხადებს გულიკო ზუმბაძე.