სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დივერსიას ასახელებს.
მაჭავარიანი ამბობს, მას ეჭვები რამდენიმე ფაქტმა გაუჩინა. მათ შორის ის ყურადღებას ცეცხლის გაჩენის პირველ კერაზე ამახვილებს. მაწავარიანის თქმით, საყურადღებოა, რომ ცეცხლი შენობის უკანა მხარეს გაჩნდა, დაკვამლიანება კი ძალიან სწრაფად დაიწყო.
როგორც მაჭავარიანი განმარტავს, 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართი ასეთი სისწრაფით არ უნდა დამწვარიყო. ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს დივერსია, მაჭავარიანი არ აკონკრეტებს.
„ამხელა შენობის დაწვა ასე შემთხვევით არ უნდა მომხდარიყო. ვადასტურებ, რომ სადღაც ნახევარი საათის შემდეგ ხანძარი დაიწყო უკანა მხრიდან, იქიდან აქამდე დიდი მანძილია და ნახევარ საათში და 40 წუთში ბოლი არ უნდა გამოსულიყო და ცეცხლი არ უნდა წარმოქმნილიყო,“-აცხადებს მაჭავარიანი.
გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, ბაზრობის ადმინისტრაციის მიერ შეიქმნება ფონდი, რომელიც დაზარალებულებს შეძლებისდაგვარად დაეხმარება.