05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს

შალვა ნათელაშვილი ბავშვთა სამყაროში გაჩენილ ხანძარს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. ლეიბორისტების ლიდერის აზრით, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ ყოფილ პრემიერს ეკისრება, ვინაიდან ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილი ამ საწარმოს აქციონერია.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ დაზარალებულ მოვაჭრეებს ზარალიც სწორედ ბიძინა ივანიშვილმა უნდა აუნაზღაუროს.

„ბავშვთა სამყაროს დაწვასა და იქ დატრიალებულ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა ამ ობიექტის მფლობელ, აქციონერ ბიძინა ივანიშვილს. ისევე, როგორც ანალოგიურად მის სინდისზეა საყდრისის აფეთქება, იპოდრომის, ბოტანიკური ბაღის, თბილისის ცენტრის, ლაგუნა ვერეს განადგურება და მითვისება, რაზეც ის აუცილებლად აგებს პასუხს,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები