05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
ლიტველისთვის პურის შეღებვა იგივეა, რაც ქართველს უთხრა, რომ ღვინოს ღებავს - "ლიტვურ საცხობში" ბრალდებებს პასუხობენ

ლიტვურ საცხობში გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობენ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათი პროდუქცია, ლიტვური პური, არ იღებება.

საცხობის დირექტორის თქმით, კომპანია პურის წარმოებისთვის აუცილებელი პროდუქციის იმპორტირებას ახდენს.

"ლიტველისთვის პურის შეღებვა იგივეა, რაც ქართველ ადამიანს უთხრა, რომ ღვინოს ღებავს. ფაქტები კი ის არის, რომ ჩვენ ვახდენთ ნატურალური პროდუქტის იმპორტირებას და ჩვენ პურს აცხობს პროფესიონალი, რომელსაც პურის ცხობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ფაქტების ერთობლიობა კი ხარისხის გარანტიაა ქართველი მომხმარებლისთვის,“ - განაცხადა ლიტვური საცხობის დამფუძნებელმა. 

დღის ამბები