05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროსთან" სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

მოქალაქეების ერთი ნაწილი ამ წუთებში ბავშვთა სამყაროს მიმდებარედ სოლიდარობის აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დაზარალებულების ფინანსურ მხარდაჭერას და ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. მათი თქმით, დაზარალებული მოვაჭრეები უნდა განთავისუფლდნენ საბანკო ვალდებულებებისგანაც.

აქცია სოლიდარობა ბავშვთა სამყაროს სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა.

"სახელმწიფომ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მომხდარზე,"- განაცხადა აქციის მონაწილემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები