05 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
ბათუმში დედა-შვილის გარდაცვალების რამდენიმე ვერსია სახელდება

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში დედა-შვილის გარდაცვალების ვერსიად გაყინვას, მისი ნათესავები გამორიცხავენ. გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცი საწოლში იყო გარდაცვლილი, მისი 75 წლის დედა კი სახლის შესასვლელ კართან.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ სიკვდილი ჯანმრთელობის პრობლემებმა გამოიწვია. მათი ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ქონდა, დედა კი მძიმედ ავადმყოფობდა.

გარდაცვალების მიზეზად გაყინვა, გუშინ დედა-შვილის მეზობლებმა დაასახელეს. მათი ინფორმაციით, ოჯახს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ელექტროენერგია დავალიანების გამო გათიშული ქონდათ.

დედა-შვილის სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ინასარიძის ქუჩაზე მომხდარით დაინტერესდა ენერგო ომბუდსმენიც, რომელმაც კომპანია Energo-pro Georgia-ს შესაბამისი წერილით მიმართა.

კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ოჯახი ან მათი ახლობელი დავალიანების თანხის გადანაწილების მოთხოვნით მიმართავდა, კომპანიას ოჯახისთვის ელექტროენერგიის გათიშვის უფლება არ ჰქონდა.

კომპანია Energo-pro Georgia-ში კი ადასტურებენ რომ, გარდაცვლილებს დენი 26 იანვარს გაეთიშათ, თუმცა კომპანიისთვის დავალიანების გადავადების მოთხოვნით არც ოჯახს და არც სხვა პირებს არ მიუმართავს.

პასუხიმგებლობას მომხდართან დაკავშირებით არ იღებს არც სოციალური დაცვის სააგენტო და ბათუმის მერის შესაბამისი სამსახური. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ რომ, ოჯახი სოციალურ დახმარებას 2005 წლიდან უწყვეტად იღებდა.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი, თეა ვაშალომიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები