05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროსთან" უსაფრთხოების მიზნით დაცვა გაძლიერდა

სავაჭრო ცენტრ  ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები, შენობაშ შესვლას ამ დრომდე ითხოვენ. მოვაჭრეთა ნაწილი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, ითხოვს, რომ შენობის დემონტაჟამდე მათ შესვლის უფლება მისცენ, რათა საკუთარი საქონლის გამოტანა შეძლონ.

ბავშვთა სამყაროს შენობასთან იმყოფებიან როგორც ძვირფასეულობით მოვაჭრეები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობდნენ.

ექსპერტების დასკვნით, ბეტონის კონსტრუქციები შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს, ამიტომ შენობაში შესვლა სიცოცხლისთვის სახიფათოა.

წინასწარი ინფორმაციით შენობის დემონტაჟი იმ ნაწილიდან დაიწყება, სადაც ე.წ. ოქროს ბირჟა იყო განთავსებული. შენობის ამ ნაწილის მოხსნის შემდეგ მოხდება შენობაში შეყვანა და კუთვნილი ძვირფასი ნივთების გამოტანა.  შენობის დემონტაჟს ეწინააღმდეგება სააქციო საზოგადოება ბავშვთა სამყაროს აქციონერების ნაწილი.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამწვარ სავაჭრო ცენტრთან უსაფრთხოების ზომების გამო დაცვა გააძლიერა.

დღის ამბები