05 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
დიდთოვლობა აჭარაში - სახლის ჩამონგრევას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დიდთოვლობის კიდევ ერთი მსხვერპლი აჭარაში - უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რის შედეგად ოჯახის უფროსი თამაზ გორგაძე ადგილზევე გარდაიცვალა.

ნანგრევებიდან 3 ადამიანის ამოყვანა უკვე მოხერხდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალბატონი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა.

ამ წუთებში ოჯახის კიდევ ერთი წევრის, 21 წლის ლადო გორგაძის ნანგრევებნიდან ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ის სავარუდოდ ბეტონის მასის ქვეშაა მოყოლილი. ადგილზე იმყოფება სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები