05 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
სპეციალისტები ბავშთვა სამყაროს შენობის დემონატაჟისთვის ემზადებიან

სპეციალისტები ბავშთვა სამყაროს შენობის დემონატაჟისთვის ემზადებიან. ექსპერტების დასკვნით კონსტრუქცია ავარიულია და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს. დამწვარი შენობის მიმდებარედ შეკრებილი მოვაჭრეები კი დემონტაჟამდე შენობაში შეშვებას და საკუთარი ძვირფასეულობის გამოტანას ითხოვენ, რაც ინჟინრების აზრით სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ბავშვთა სამყაროს დორექტორი, გიორგი მაჭავარიანი ამბობს, რომ ისინი სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალურ დასკვნას ელოდებიან.

„ჩვენ დღეს უკვე ხელში გვექნება ალბათ დემონტაჟის დასკვნა, სამხარაული და მერე უკვე კანონიდან გამომდინარე რაც არის, იმის მიხედვით მოვახდენთ დემონტაჟს,“ - აცხადებს გიორგი მაჭავარიანი.

ავტორი: მარიკა გოცირიძე.

დღის ამბები