05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
"ფერფლში ყრია ჩვენი ვერცხლი" - ხანძრის შედეგად დაზარალებულები "ბავშვთა სამყაროდან" საქონლის გამოტანის ნებართვას ითხოვენ

დაზარალებულები ბავშვთა სამყაროში დემონტაჟის დაწყებამდე შენობაში შესვლას და საკუთარი საქონლის გამოტანის ნებართვას ითხოვენ.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათ ეუბნებიან, რომ საცავებთან მისვლას მხოლოდ დემონტაჟის შემდეგ შეძლებენ.

„ფერფლში ყრია ჩვენი ვერცხლი, იქ, სადაც კიდევ არსებულია იატაკი,“ - ამბობს დაზარალებული ნანა შევარდენიძე.

მათი განცხადებით, შენობის ზოგიერთი ადგილი არ დაზიანებულა და საწყობის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ.

„ვხედავთ აგერ, ამ მხარეს ცეცხლი არ ენთო, აქ არ გადახურებულა არც საყრდენი, არც რიგელი, არაფერი და პირდაპირ შეგვიძლია გამოვიტანოთ რაც გადარჩა,“ - განაცხადა დაზარალებულმა, რევაზ ბასილიძემ.

ავტორი: მარიკა გოცირიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები