05 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
რა ფორმით დაეხმარება მთავრობა ხანძრის შედეგან დაზარალებულებს, დაახლოებით 10 დღეში იქნება ცნობილი - გიორგი გახარია

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბავშვთა სამყაროში  გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის კომპენსაციის საკითხზე უწყებამ მუშაობა დაიწყო. გიორგი გახარია ამბობს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევებისგან თავის დასაცველად ზომებია მისაღები.

„დავიწყეთ საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია სადაზღვევო კომპანიებთან, რათა შემდგომი მსგავსი მოვლენებისგან მაქსიმალურად შევძლოთ და დავაზღვიოთ ჩვენი კომპანიების, მცირე ბიზნესის თუ ინდმეწარმეების წარმომადგენლები. დღეს განწყობა, სურვილი, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მთავრობა ამ ხალხს რაიმე ფორმით უნდა დაეხმაროს, რა თქმა უნდა, არსებობს. რა ფორმის იქნება ეს დახმარება, ამას დასჭირდება, დაახლოებით 10 დღე,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები