ევროპარლამენტარი ანა გომეში იმედოვნებს, რომ საქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მალე ამოქმედდება, რადგან ქართულმა მხარემ ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ყველაფერი გააკეთა.
„ვიზალიბერალიზაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის მისასალმებელი, რადგან წლების განმავლობაში საქართველომ ძალისხმევა არ დაიშურა და მნიშვნელოვანი ზომები მიიღო, რათა დაეკმაყოფილებინა ყველა ის კრიტერიუმი, რაც არის დადგენილი ევროკავშირის მიერ, რათა მომხდარიყო კონსოლიდირება დემოკრატიის და ასევე, ჩვენ ვხედავთ იმ სულისკვეთებას, რომელიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეებს,“ - განაცხადა ანა გომეშმა.
ის მოხარულია, რომ საქართველომ დემოკრატიის კუთხით მნიშნელოვან პროგრესს მიაღწია.