ბავშვთა სამყაროსთან დემონტაჟის დასაწყებად ინჟინერს ამ დრომდე ელოდებიან. მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებიც, რომლებიც ავარიულ შენობაში შესვლას და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ.
„მოგვაქციოს ყურადღება მთავრობამ, ნუ ამისამართებენ ამდენ ხალხს დირექციაზე. როგორც ჩვენ დავრჩით უმუშევრები, როგორც ჩვენ დაგვეწვა ქონება, ისე დაეწვათ მათ,“ - აცხადებს დაზარალებული.
მოვაჭრეები კონტროლის გაძლიერებას ითხოვენ, რადგან ტერიტორიიდან შესაძლოა ვინმემ რაიმე მოიპაროს.
ავროტი: მარიკა გოცირიძე.