05 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით - ირაკლი კობახიძე

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის მხარდაჭერას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება, რომელიც ბსრიუსელში იმყოფება. ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოსთვის.

„ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით. მივიღეთ ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო თანხმობა ევროპული პარლამენტისგან, ეს არის, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი მოქალაქის დამსახურება, დამსახურება იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს მოქალაქეებს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის დამსახურება ძალიან დიდი მხარდაჭერის ევროპული იდეის მიმართ, რომელიც არის ჩვენ საზოგადოებაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვისაც ამ პროცესში მნიშნელოვანი წვლილი მიუძღვის.

553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

 ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები