05 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსთვის - ირაკლი აბესაძე ვიზალიბერალიზაციაზე

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვლენას უწოდებს.

„ეს არის შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსთვის რეალურად დემოკრატიულ ღირებულებებზე განავითაროს საზოგადოება. იყოს რეალურად თავისუფალი მედია, გვქონდეს რეალურად ლიბერალური და თავისუფალი ეკონომიკური გარემო, არ გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები და ა.შ. ანუ ეს არის თითოეული მოქალაქის და ასევე სახელმწიფოს როგორც შესაძლებლობა, ისე პასუხისმგებლობა ვიქცეოდეთ და ვცხოვრობდეთ ევროპული ღირებულებების, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების დაცვით,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ავტორი: თამარ ბაღაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები