05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
თუ ხელისუფლება არ მოვა ჭკუაზე, 10 დღეში გადავალთ ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე - ზაზა ხატიაშვილი

ადამიანის უფლებათა დამცველები ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციას ითხოვენ.

„თუ ხელისუფლება არ მოვა ჭკუაზე და ამ ადამიანებს, რომლებიც გახდნენ მართლა სტიქიური უბედურების მსხვერპლი, არ დაეხმარება, ჩვენ გადავალთ 10 დღის შემდეგ ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე,“ - აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.

როგორც უფლებადამცველი მარიკა არევაძე ამბობს, აღმოჩნდა, რომ მეიჯარეებს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ სხვა სუბიექტთან და ბავშვთა სამყაროს შენობა სხვა სუბიექტს ეკუთვნის.

"ბავშვთა სამყარომ აიღოს თავის თავზე ამ ხალხზე პასუხისმგებლობა,“ - აღნიშნავს ადვოკატი მარიკა არევაძე.

ავტორი: მარიკა გოცირიძე.

დღის ამბები