იძულებით გადაადგილებული პირების საპროტესტო აქცია გაიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან. აქციის მონაწილეები სოზარ სუბარის ინიციატივას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა დევნილთა დახმარების სისტემაში ცვლილება შევიდეს.
იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ 45 ლარიან დახმარებას ვეღარ მიიღებენ, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ.
დღევანდელი შეკრების ორგანიზატორი ნაციონალური მოძრაობა იყო. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა.