05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
ნუ გაიმეროებთ მერკელის შეცდომას - სტივენ ვუფლი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ

ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დებატების დროს ევროპარლამენტარი სტივენ ვულფი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, ადრე ანალოგიური შეცდომა ანგელა მერკელმა დაუშვა, რომელიც ევროკავშირმა არ უნდა გაიმეოროს.

ბრიტანელმა ევროპარლამენტარმა ასევე ტერორიზმის საფრთხეზე ისაუბრა. მან ქართულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიაც გაიხსენა, რომელშიც წერია, რომ ISIS საქართველოს თავისი ბრიგადებისთვის სატრანზიტო დერეფნად იყენებს.

"როდესაც ანგელა მერკელმა შეფასებისას დაუშვა უზარმაზარი შეცდომა და ყველა ქვეყნის მოქალაქეებს შემოწმების გარეშე გაუღო გერმანიის კარი, შედეგებიც ვნახეთ. ევროკავშირი საკუთარი გავლენის და როგორც სხვები იტყოდნენ, იმპერიის გაფათოებით ორ რამეს აკეთებს. პირველი - იგივე შეცდომის დაშვებაა, რადგან არ უზრუნველყოფს შემოსვლისას ხალხის შემოწმებას. კონგრესის ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ წერია, რომ ესაზღვრება თურქეთს, არის უღარიბესი და საშიში ქვეყანა ტერორისტების გამო. შარშან ივნისში გაზეთმა რეზონანსმა დაწერა, რომ ISIS ტერორისტების 600-700 კაციანი ბრიგადისთვის საქართველოს სატრანზიტო დერეფნად იყენებს. ნუ გაიმეორებთ მერკელის მიერ დაშვებულ შეცდომას, იმის გამო რომ გაქვთ საზღვრების გახსნის დიდი სურვილი," - განაცხადა სტივენ ვულფმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები