ბავშვთა სამყაროში ცოტა ხნის წინ ისევ ცეცხლი გაჩნდა. შენობაში ექსპერტების შესვლის შემდეგ, გარეთ ძლიერი კვამლი გამოვიდა. საქმეში კვლავ მეხანძრეები ჩაერთვნენ. მაშველები ამ დრომდე არ გამორიცხავენ, რომ შენობაში ჯერ კიდევ იყოს ცეცხლის რამდენიმე მცირე კერა.
ახალი გადაწყვეტილებაა მიღებული მოვაჭრეების მოთხოვნასთან დაკავშირებითაც. მათ ხვალ დილიდან, რიგრიგობით შეუშვებენ შენობაში, საკუთარი პროდუქციის გადარჩენილი ნაწილის გამოსატანად.