ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლას იმსახურებენ. მას საქართველოს მთავრობასთან ბევრი შეკითხვა აქვს პოლიტმატიმრებთან და თავისუფალი მედიის დევნასთან დაკავშირებით.
„საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლას. არ იმსახურებს მათი მთავრობა, რადგან კვლავ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ახორციელებს პოლიტიკურ ზეწოლას ისეთ თავისუფალ მედიაზე, როგორიც რუსთავი 2 არის. ვიღებთ არასწორ სიგნალებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ითქვა, რომ არ აპირებენ ნატოს სამიტში მონაწილეობას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო მოქმედი ხელისუფლების პირობებში რუსეთის გავლენის სფეროს უახლოვდება. საქართველოს მოქალაქეებმა ეს არ უნდა დაუშვან და მთავრობას მოსთხოვონ დაპირებული პრო ევროპული კურსი გააგრძელოს,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საქართველოსა და ევროპას შორის უვიზო მიმოსვლის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ყველაზე სასურველი სტუმრები იქნებიან.
553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე.