ქუთაისში დაკავებულ სასულიერო პირს დღეს 2 ათას ლარიანი გირაო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა. მას ბრალად ედება ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დიდი რაოდენობით დათესვა მოყვანა, რაც თავისუფლების 6-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ჯახუას სახლში პოლიცია 17 იანვარს შევიდა, საიდანაც 2 ძირი კანაფი ამოიღო. მსჯავრდებულის განცხადებით, ის მცენარეს სამკურნალო მიზნებისთვის იყენებდა.