05 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
მოსალოდნელი რეკონსტრუქცია - დაზარალებულთა ნაწილი ამ დრომდე "ბავშვთა სამყაროსთან" რჩება

უკვე მეოთხე დღეა ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები უშედეგოდ ითხოვენ დამწვარ შენობაში შესვლას და გადარჩენილი ნივთების გამოტანას. მოვაჭრეების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, დღეს ურთიერგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ტერიტორიაზე სახანძრო სამსახურმა დღეს მუშაობა კვლავ განაახლა. დამწვარ შენობაში კვამლი ისევ გაჩნდა. ადმინისტრაციიის წარმომადგენლების განმარტებით, შენობაში ხანძრის მცირე კერა კვლავ არსებობს.  

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტებმა ბავშვთა სამყაროს ტერიტორია მალევე დატოვეს. ექსპერტებმა კომენტარი შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ გააკეთეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დრომდე არ არსებობს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა, შესაბამისად, უცნობია მოხდება თუ არა შენობის დემონტაჟი. იურისტები არ გამორიცხავენ დემონტაჟის, ნაცვლად რეკონტრუქცია განხორციელდეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლების პრესკონფერენცია ხმაურით დასრულდა. სიტყვიერი დაპირისპირება იმ მოვაჭრეებს შორის მოხდა, რომლებიც სააქციო საზოგადოება ბავშვთა სამყაროს სხვადასხვა მეწილეების პოზიციებს წარმოადგენდნენ.

დაზარალებულების ნაწილი ამ დრომდე ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე რჩება.

ავტორი: მარიკა გოცირიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები