05 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოსახლეობისთვის სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ამოქმედდება

ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში, 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში შეძლებენ უვიზოდ გადაადგილებას.

თუმცა, ევროპაში გამგზავრებისას პასპორტთან ერთად თან უნდა გქონდეთ გარკვეული აუცილებელი დოკუმენტებიც, ბილეთისა და სასტუმროს ჯავშანი, დაზღვევა, საბანკო ამონაწერი და შესაძლოა მოწვევა ამა თუ იმ ფორუმიდან ან კონფერენციიდან, რის გამოც ევროპაში მიემგზავრებიან.

ასეთივე გამარტივებული წესები მოქმედებს ბავშვების, ან ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობისას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეები 90 დღეზე მეტ ხანს დაჰყოფენ საზღვარგარეთ, მათ ვიზის აღება მოუწევთ. მოგზაურობის დაწყებამდე კი ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ევროპის საზღვარზე შესაძლოა ვიზიტის მიზნების განმარტება დასჭირდეთ.

ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოსახლეობისთვის სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ამოქმედდება, მას შემდეგ რაც შეჩერების მექანიზმი შევა ძალაში.

ავტორი: ნათია გოგსაძე

დღის ამბები