05 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
უშედეგოდ დასრულდა აზოტის ქარხნიდან გათავისფულებული თანამშრომლების საკითხზე გამართული შეხვედრა

უშედეგოდ დასრულდა აზოტის ქარხნიდან გათავისფულებული თანამშრომლების საკითხზე გამართული სამმხრივი შეხვედრა. დახურულ კარს მიღმა თითქმის სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ რუსთავის აზოტის, პროფკავშირებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

პროფკავშირები გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენას და მოქმედი 2 ათასი თანამშრომლის ხელშეკრულების გადახედვას ითხოვდა. აზოტის ქარხნის ხელმძრვანელობა კი გათავისუფლებულებს 3 თვის განმავლობაში 500-500 ლარის გადახდას სთავაზობს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა რუსთვის აზოტის წარმომადგენელმა.

სამუშაო შეხვედრის გამართვა უახლოეს მომავალშიც იგეგმება, პარალალურად, აქციების გამართვას გეგმავენ გათავისუფლებული თანამშრომლები.

დღის ამბები