თბილისის მერმა საზოგადოებას და მერიის თანამშრომლებს გასული წლის ანგარიში წარუდგინა. 2016 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 842 მლნ ლარი იყო, საიდანაც დავით ნარმანიას განმარტებით 99% ათვისებულია.
თბილისის მერმა ინფრასტრუქტურის, განათლების და გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.
“განხორციელდა ყველა პროექტი და პროგრამა, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტით იყო დაგეგმილი. საგზაო სამუშაოების თვალსაზრისით, მილიონ ნახევარი კვადრატული მეტრი გზა დაიგო მთელი ქალაქის მასშტაბით რაც 5-6 წლის წინანდელ მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ განვახორციელეთ ახალი საგზაო პროექტები,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.