ხანძრის გამო 3 საათია ცალმხრივად დაკეტილია ბათუმი-ჩაქვის გვირაბი. ქართული ნომრებით მოძრავ სატვირთო ტრაილერს ცეცხლი გვირაბში გადაადგილებისას გაუჩნდა.
მძღოლმა დაზიანებული ავტომობილი დატოვება დროულად მოასწრო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.