05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
პროკურატურის გადაწყვეტილებით, 3 მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ.

დღეს გამართულ შეხვედრაზე პროკურორმა ერთ-ერთ დაზარალებულს თავად აცნობა ნაკვეთის დაბრუნების შესახებ.

დაბრუნებული ქონების სრული ღირებულება 800 ათას ლარს შეადგენს.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, პოლიტპატიმარ ნიკოლოზ კვეზერელს და კიდევ 2 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული დაახლოებით 800 000 ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ,“- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები