05 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - გამომცემლობები საქართველოს მთავრობის უყურადღებობაზე საუბრობენ

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო ქვეყნის სტატუსით მონაწილეობასთან დაკავშირებულ გამომცემლობები შეფერხებებზე საუბრობენ.

მათი განცხადებით, კონკურსი პავილიონის დიზაინზე შეჩერებულია. ამ დრომდე არ არის შედგენილი კონტრაქტები და საქართველოს წარმომადგენლების ვინაობაც უცნობია.

გამომცემლობები მთავრობის მხრიდან უყურადღებობაზე მიუთითებენ.

„საქართველოს მთავრობა უგულებელყოფს ამ ხელშეწყობის მექანიზმებს, პირიქით, გამომცემლებს ტოვებს რთულ, კრიტიკულ ვითარებაში,“- განაცხადა გამომცემლობა არტანუჯის მთავარმა რედაქტორმა, ზვიად კვარაცხელიამ. 

დღის ამბები