05 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
"გადაცემების უაპელაციოდ დახურვა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საჭიროებას გამოიწვევს" - სულხან სალაძე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, ამბობენ, რომ ტელევიზიაში პროცესები სრულიად გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.

საუბარია იმაზე, რომ დაგეგმილ ცვლილებებზე სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, რომელიც ამავდროულად ბორდის წევრია აცხადებს, რომ გადაცემების დახურვა და თანამშრომელთა გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებებს გამოიწვევს.

საბიუჯეტო ცვლილებები კი როგორც სულხან სალაძე ამბობს, მენეჯმენტის კომპეტენციას სცილდება და ის სამეურვეო საბჭოს გადასაწყვეტია.

„გადაცემების უაპელაციოდ, ყოველგვარი გეგმის გარეშე, გაწერილი დოკუმენტის გარეშე დახურვა ავტომატურად გამოიწვევს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საჭიროებას, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში სატელევიზიო ბადის ცვლილების საკითხი და სამეურვეო საბჭოს მაინც მოუწევს ამ თემებზე მსჯელობა ადრე თუ გვიან. ასე რომ რაც უფრო ადრე გადაწყვეტს სამეურვეო საბჭო იმსჯელოს ამ თემებზე გამჭვირვალედ და ღიად, მისასალმებელი იქნება. ეს არის საკითხები, რომელიც თავისი არსით სცდება მენეჯმენტის კომპეტენციას,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი  კი აცხადებს, რომ მათ ინფორმაცია რამდენიმე გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით უკვე აქვთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები