05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
ხმაური საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიციის მოთხოვნას დაზარალებული მოვაჭრეების დახმარებაზე უმრავლესობა არ ეთანხმება

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის წვერებმა დღის წესრიგში ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის ფულადი კომპენსაციის საკითხის შეტანა მოითხოვეს, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ არ გაიზიარა.

“დღევანდელ სხდომაზე ყველამ ერთად მივიღოთ მიმართვა ბატონი დავითის სახელზე სადაც ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ჩვენ პოზიციას, რომ ჩვენ მართებულად და აუცილებლად მიგვაჩნია  ამ ადამიანებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა დედაქალაქის ბიუჯეტიდან,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თემურ გრიგალაშვილმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, როდესაც ყველაფერი გაირკვევა  გამოიკვეთება  დახმარების ფორმები.

“ყველაფერი როდესაც გაირკვევა  გამოიკვეთება ის დახმარების ფორმები, რომლითაც მერია ერთის მხრივ და სახელმწიფო მეორეს მხრივ მხარში ამოუდგება დაზარალებულ მოქალაქეებს. ამიტომ  არ გვინდა დრამატიზირება ისეთი თემისა, რომელიც ისედაც ძალიან რთულია “ - განაცხადა  ალიბეგაშვილმა.

ავტორი: გიგლა თუმანშვილი.

 

 

დღის ამბები