05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
ვიდრე შენობა არ იქნება უსაფრთხო, იქ თითოეული ადამიანის შესვლა რისკთან არის დაკავშირებული - დავით ნარმანია "ბავშვთა სამყაროზე"

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, გადაწყვეტილი არ არის მიიღებენ თუ არა დაზარალებულები კომპენსაციას.

“შენობა ნაგებობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ არის ქალაქის მერიის, თუმცა ყველამ უნდა გავითავისოთ ის, რომ ვიდრე შენობა არ იქნება უსაფრთხო, იქ თითოეული ადამიანის შესვლა რისკთან არის დაკავშირებული, ამიტომაც შენობა უნდა გახდეს უსაფრთხო. სწორედ ამიტომ ჩავრთეთ სამხარაულის ბიუროს ექსპერტები, ჩვენი მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტები, რათა ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილება რა ფორმით და როგორ უნდა მოვიქცეთ,“ - განაცხადა ნარმანიამ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

დღის ამბები