05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
"მე მხოლოდ რეალური სივრცეს ბედზე არ ვნერვიულობ, ვნერვიულობ ყველა იმ ადამიანის ბედზე, ვინც აქ მუშაობს," - ნინო ზაუტაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ცვლილებების მოლოდინშია. მედია სივრცეში განხორციელებული შერწყმებისა და ახალი დირექტორის არჩევის შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია გადაცემების მოსალოდენელი დახურვისა და მასობრივი გათავისუფლებების შესახებ. კონკრეტული ინფორმაცია ახალი მენეჯმენტის გეგმების შესახებ ცნობილი ორშაბათს სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრაზე უნდა გამხდარიყო, თუმცა ცოტა ხნის წინ ბორდის წევრებს შეატყობინეს, რომ შეხვედრა აღარ გაიმართება.

ერთ-ერთი ინფორმაციით შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლითოქ-შოუ რეალური სივრცე დაიხუროს. აღნიშნული გადაცემის  წამყვანის ნინო ზაუტაშვილის თქმით,  ის ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს რადგან ელოდება ახალი დირექტორის გადაწყვეტილებას. მას ასევე აინტერესებს სამეურვეო საბჭოს მოსაზრება.

“ვერ დავადასტურებ, ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ ვიტყვი, რომ გადაცემის დახურვაზეა საუბარი იმიტომ, რომ ზუსტი პასუხი ჯერ ჩვენ არ გვაქვს. მე არ ვიცი რამდენად მოიაზრება ჩვენი გადაცემა მომავალ გეგმებში. დიდი სიამოვნებით დღესვე მოვისმენდი ყველა არგუმენტს იმის საწინააღმდეგოდ, თუ რატომ არ უნდა იყოს რეალური სივრცე ეთერში. მე მხოლოდ რეალური სივრცეს ბედზე არ ვნერვიულობ, ვნერვიულობ ყველა იმ ადამიანის ბედზე ვინც აქ მუშაობს უკვე წლებია,“- განაცხადა ზაუტაშვილმა.

დღის ამბები