05 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
მთავრობის კანცელარიასთან ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ამ წუთებში ხანძრის შედეგად დაზარალებულის აქცია იმართება.

სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიასთან მოვაჭრეები ხელისუფლებისგან დახმარებას და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ.

აქციას ორგანიზატორია ადვოკატთა ასოციაცია.

„ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, თუ 10 დღის განმავლობაში ამ ხალხის ზარალის დათვლა და ანაზღაურება არ მოხდა, თუ ამ ადამიანების არ მიეცათ იმის საშუალება, რომ მათ გააგრძელონ მუშაობა იმავე ადგილზე, ფართომასშტაბიან აქციებს მივმართავთ. იქ გაწმენდას, მაქსიმუმ, 10 დღე უნდა. უნდა შეწყდეს მილიონების სისულელეში გადახდა ვიღაც ვარსკვლავების ჩამოსაყვანად, როცა არის ქვეყანა გაჭირვებული. კარ-კარ ვივლით, მთელ საქართველოს გამოვიყვანთ ქუჩაში, რამდენიმე ქალაქში გავაკეთებთ აქციას,“ - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა,  ზაზა ხატიაშვილმა.

 

ავტორი: შოთა კიკნაძე 

დღის ამბები