01 ოქტომბერი 2024,   05:37
ვრცლად
კახეთში 57 წლის მამაკაცს მეთერთმეტე დღეა, უშედეგოდ ეძებენ

კახეთში 57 წლის მამაკაცს მეთერთმეტე დღეა, უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და ადგილობრივები მოსახლეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დიდთოვლობის მიუხედავად, დაკარგული დავით ხოკერაშვილის ძებნის სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს.

თელავში მცხოვრები მამაკაცი დაკარგული პირუტყვის საძებნელად მთის მიმართულებით წავიდა, საიდანაც მისი კვალი იკარგება.

დღის ამბები