ბათუმში ხანძარი შაფათავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენს გაუჩნდა. ხანძრის დროს სახლში 4 ადამიანი იმყოფებოდა.
შენობიდან მათი გამოყვანა და ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა. თუმცა, ცეცხლს ჩაქრობის დროს წყალმა საყოფაცხოვრო ნივთები და ტექნიკა დააზიანა. დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს.