ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი საპროტესტო აქციას ამ წუთებში სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მართავს.
ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეების განმარტებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მათ ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შესთავაზა და ახლა პასუხს ყოფილი პრემიერმინისტრისგან მოითხოვენ.
მოვაჭრეები ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დროულად დათვლას, კომპენსაციების მიღებას, სესხების გადავადებას და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
დღეს ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა აქცია მთავრობის კანცელარიასთან გამართეს. ისინი პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ავტორი: შოთა კიკნაძე