ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი, რომლებიც ვერცხლით ვაჭრობდნენ, კვლავ ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. მოვაჭრეები შენობაში შესვლას და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ.
ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე შეკრებილი მოვაჭრეების ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გამოინახოს სახსრები, რათა გადარჩენილი ნივთების გამოტანა მოხერხდეს. ისინი დამცავი ღობის აგების აუცილებლობას ვერ ხედავენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
შეკრებილები სავაჭრო დახლებზე დარჩენილი საქონლის გამოტანას ითხოვენ. ისინი შიშობენ, რომ გადარჩენილი ნივთები, შესაძლოა, დასუფთავების დროს ნაგავს გააყოლონ.
ბავშვთა სამყაროს შენობის გარშემო ღობე კეთდება, რათა უცხო პირებმა ვერ შეძლონ ადგილზე შესვლა და ძვირფასეულობის მოპარვა.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი