05 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
დამწვარი ობიექტების სტატისტიკა

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 11 დიდი ხანძარი მოხდა, რომლის დროსაც არაერთი მსხვილი ობიექტი, ბაზრობა და მაღაზია დაიწვა და განადგურდა.

2012 წლის 15 ნოემბერს ლილოს ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, ზარალმა 148 ათასი ლარი შეადგინა.

2013 წლის 26 თებერვალს სავაჭრო ცენტრ საბაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე 100 ზე მეტი მაღაზია განადგურდა.

2013 წელს 17 ივლისს, ღამით, თბილისის აკვაპარკს ცეცხლი გაუჩნდა.

2014 წლის 25 აგვისტოს სენაკის ბაზრობა დაიწვა. ცეცხლმა 3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა. დაზარალდა 250 ადამიანზე მეტი.

2014 წლის 16 სექტემბერს თბილისში ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო, რის შედეგადაც ე.წ. ბოშათა ბაზარი, თითქმის, მთლიანად განადგურდა.

2014 წლის 7 დეკემბერს ხოფას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ცეცხლი ბაზრობაზე პიროტექნიკის მაღაზიას გაუჩნდა. დაიწვა 600 მდე კვ. მეტრის ფართობი.

2014 წლის 27 დეკემბერს ელიავას ბაზრობას ცეცხლი გაუჩნდა.

2015 წლის 21 იანვარს ისნის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, განადგურდა 25 მაღაზია.

2015 წლის 4 აგვისტოს ელიავაზე გუდაუთის ქუჩაზე, ელიავაზე გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2016 წლის 2 აგვისტოს ზესტაფონში ე.წ. შავი ბაზრობა დაიწვა.

2017 წლის 30 იანვარს ბავშვთა სამყაროს შენობა დაიწვა.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები