01 ოქტომბერი 2024,   05:40
ვრცლად
ახალი ანიმაციური ფილმი მსოფლიოს კინოეკრანებზე - "ლეგო ბეთმენი"

მსოფლიო კინოეკრანებზე ახალი ანიმაციური ფილმი ლეგო ბეთმენი გამოდის. სურათის პრემიერა უკვე გაიმართა ლოს-ანჯელესში. სპეციალურად ამ დღისთვის რეჯენსის კინოთეატრთან ლეგო ბეტმენის გიგანტური ქანდაკება დადგეს.

მსახიობებმა კი, რომლებიც ანიმაციურ გმირებს ახმოვანებენ, წითელის ნაცვლად ამჯერად შავ ხალიჩაზე გაიარეს.

საპრემიერო ჩვენებას შემოქმედებითი ჯგუფი სრული შემადგენლობით დაესწრო. მერაია ქერი პრემიერაზე შვილებთან ერთად მივიდა. ლეგო ბეთმენი მსოფლიო კინოგაქირავებაში 8 თებერვალს გამოდის.

ქართველი მაყურებელი კი მის ნახვას საქართველოს კინოთეატრებში 9 თებერვლიდან შეძლებს.

დღის ამბები