თბილისში შოტლანდიელი პოეტის, რობერტ ბერნსის ხსოვნის რიგით მე-8 საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
ღონისძიება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთდროულად აღინიშნება. თბილისში გამართულ ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლების ესწრებოდნენ. საქველმოქმედო აუქციონიდან და ლატარიიდან შემოსული თანხები სამი საქველმოქმედო ინიციატივის დაფინანსებას მოხმარდება, მათ შორისაა კათარზისი, მოწყვლადი ადამიანების დახმარების ორგანიზაცია თემი და საქართველოს ძაღლთა ორგანიზაცია.
გასულ წელს ბერნსის საქველმოქმედო საღამოდან მოგროვებულმა თანხამ 54 200 ლარი შეადგინა.