ზაქარია ფალიაშვილი სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ფრანგი ქორეოგრაფის ბალეტის, პატარა ცერემონიის თბილისური პრემიერა შედგა.
დადგმაზე მედჰი ვალერსკი ქართულ დასთან რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა.
პატარა ცერემონია მედჰი ვალერსკიმ 2011 წელს დადგა და მისი საპრემიერო ჩვენება ქალაქ ვანკუვერში შედგა. ბალეტი 16 მოცეკვავესთვის შეიქმნა, მასში გამოყენებულია მოცარტის, ბელინის, როჯერსის, ჰარტისა და ვივალდის მუსიკა. დადგმა მხოლოდ შავ-თეთრი კოსტუმები და დეკორაციაა გამოყენებული.
ავტორი: ვანო გავაშელი.