05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
ივანიშვილისთვის ხეების გადატანის გამო ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათია გადაკეტილია

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი უკვე რამდენიმე საათია გადაკეტილია. როგორც რუსთავი 2-თან საუბრისას ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის რაიონის საკრებულოს წევრმა ბონდო თედორაძემ განაცხადა, გზის გადაკეტვა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეების გადატანის პროცესის შეფერხებამ გამოიწვია. 

თედორაძის თქმით 2 მაგნოლიას გადატანა შესაბამისი სპეცტექნიკით გამთენიისას დაიწყო, თუმცა ერთ-ერთი ხე წაიქცა და ის ადგილზევე დაჭრეს და საშეშე მასალად წაიღეს. ამ ეტაპზე სპეცტექნიკა, რომელსაც ხეები გადაჰქონდა მაგისტრალზე რჩება და ჯერჯერობით უცნობია როდის გაგრძელდება მისი ტრანსპორტირება.

ავტომობილები მოძრაობას შემოვლითი გზით ახორციელებენ, თუმცა როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი აცხადებს, ადგილზე მოსახლეობას ინფორმაციას ვერავინ ვერ აწვდის, რადგან პასუხისმგებელი პირები ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე.

დღის ამბები