ქსოვრელის ქუჩაზე მცხოვრები 34 ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი ნაწილი იძულებით გადაადგილებული პირია, ნაწილი კი სოციალურად დაუცველი. შენობა, სადაც ოჯახები წლებია ცხოვრობენ, განათლების სამინისტროს ბალანსზეა და მასში არც წყალმომარაგების და არც კანალიზაციის ქსელი გამართული არ არის.
ოჯახები დღეს ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მოინახულა. მისი განცხადებით, ამ საკითხის მოგვარება მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა.
„ეს ადამიანები დადიან კაბინეტიდან კაბინეტში, ეხვეწებიან მთავრობას, რომელიც ვალდებულია, რომ ეს ყველაფერი უზრუნველყოს. თავად მე დავაყენე ეს საკითხი სოზარ სუბართან, დავაყენე საკითხი პარლამენტში, დავაყენე საკითხი აფხაზეთის მთავრობაში და არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.