აღმოჩენა კახეთში - გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრებმა ზურაბ გრძელიშვილმა მიწის დამუშავების დროს არქიტექტურულ ფრაგმენტებს მიაკვლია. ნაპოვნია ასევე ადამიანის ძვლებიც.
გრძელიშვილები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია ფრაგმენტები წინა საუკუნეების დროინდელი ნამოსახლარი, ანდა ეკლესია იყოს. ვაჩნაძიანელები ადგილზე სპეციალისტების ჩასვლასა და ტერიტორიის შესწავლას ითხოვენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ უამინდობის გამო, გათხრის პროცესი შეჩერებულია. თუმცა, უახლოეს ხანში მოხდება კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან დაკავშირება, რის შემდეგაც შესაბამისი ჯგუფი აღმოჩენის შესწავლას დაიწყებს.