05 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ადამიანები - 7 ათასამდე მოქალაქე თვეობით ან წლობით უფასო სადილის რიგშია

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი ნასესხები ფულით ჭამს - ასეთია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის სტატისტიკური შედეგი. ეს ადამიანები მუდმივი შიმშილისთვის არიან განწირული, ისინი მთლიანად მეზობლების ქველმოქმედებაზე არიან დამოკიდებული, ან უფასო სასადილოებზე, თუ ასეთი მათ რაიონში საერთოდ არსებობს. 

7 ათასამდე ადამიანი თვეობით ან წლობით უფასო სადილის რიგშია, რომელიც მხოლოდ მაშინ მოუწევთ, თუ ვინმეს სტატუსი მოეხსნება ან გარდაიცვლება. თბილისში ყველა უბანშია სასადილო, წელს კიდევ ერთი დაემატა. ერთ ადამიანზე დღეში ისევ ლარი და 18 თეთრია გამოყოფილი, დოლარის კურსის გამო როგორ ახერხებენ ამ ფასში ჩატევას, საკამათოა, თუმცა ესეც სანატრელია ათასობით ადამიანისთვის.

ბიუჯეტი მხოლოდ 36 ათასი ადამიანზეა გათვლილი, ამიტომ რიგი წლიდან წლამდე მუდმივ პრობლემად რჩება.

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები