05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
20 წლიანი პატიმრობა - გიუნაშვილის ოჯახი თვეებია დაკავებულის გათავისუფლებას უშედეგოდ ითხოვს

42 წლის გიორგი გიუნაშვილს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიუნაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებმა 2016 წლის ივნისში დააკავეს. ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ კი მას ბრალი დივერსიული და ტერორისტული საქმიანობის მუხლით წარუდგინეს.

დაკავებულის ოჯახი დაკავებულის გათავისუფლებას თვეებია უშედეგოდ ითხოვს. გიუნაშვილები რეაგირებას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ და დაკავებულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ელოდებიან.

გიუნაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს არალეგიტიმურად და უკანონოდ აფასებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხის განხილვას ქართული მხარე ერგნეთის მოლაპარაკებებისა და ჟენევის შეხვედრების ფორმატში გეგმავს.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, გიუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მისი დაკავების დღიდან ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია.

ქეთევან ციხელაშვილი განცხადებით, საქართველოს მთავრობა მარიონეტული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გიუნაშვილის გასათავისუფლებლად აქტიურად მუშაობს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი, იზო ჩუბინიძე. 

 

 

დღის ამბები