05 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
ახალციხელები იანვრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს აპროტესტებენ

ახალციხელები იანვრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს აპროტესტებენ. მოსახლეობის განმარტებით, გასული თვისგადასახადი, შარშანდელი ზამთრის თვეებთან შედარებით გაორმაგებულია და დენის ტარიფიც 3 თეთრის მეტობითაა დაანგარიშებული.

ადგილობრივების განმარტებით მათ არც ელექტროენერგიის მოხმარება არ გაუზრდიათ. მოსახლეობის შენიშვნებს Energo-pro Georgia-ში უპასუხეს.

„როგორც წესი, სხვა თვეებთან შედარებით, იანვარში იმატებს მოხმარება, ახალი წლების დღეების გამო, არის უფრო დასვენების დღეები. თუ აბონენტს მაინც აქვს ეჭვი, რომ მას არასწორად აქვს დარიცხული თანხა აუცილებლად უნდა მოგვმართოს. კომპანია ინდივიდუალურად განიხილავს მათ საკითხს,“ - განაცხადა Energo-pro Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ავთანდილ დვალიშვილმა.

დღის ამბები