ბავშვთა სამყაროს დამწვარ შენობაში მოვაჭრეების პირველი ნაკადი შევიდა. ხანძრით დაზარალებულები საკუთარი ძვირფასეულობის გამოტანას ცდილობენ.
გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ, დაზარალებულებს მიეცათ საშუალება შესულიყვნენ შენობაში და საკუთარი გადარჩენილი ძვირფასეულობა გამოეტანათ. შენობაში მათთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.
შენობიდან გამოსული დაზარალებულთა ნაწილი აცხადებს, რომ ძვირფასეულობის დიდი ნაწილი გადარჩენილია, დაზარალებულთა ნაწილი კი შედეგით უკმაყოფილოა.
ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით 20 ადამიანი შევიდა და საკუთარ რიგს კიდევ დაახლოებით 200 ადამიანი ელოდება. პროცესი დაბნელებამდე გაგრძელდება და ის ხვალ დილის 11:00 საათიდან განახლდება. ნივთების გამოტანის შემდეგ კი შენობის დემონტაჟი დაიწყება.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა.