05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
20 იანვრის ღამეს დამწვარი იმედები - "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

ბავშვთა სამყაროს რამდენიმესართულიანი შენობა მთლიანად დამწვარი და ნაწილობრივ, დანგრეულია. ცეცხლს ვერც მიმდებარე ბაზრობა გადაურჩა და ვერც პროდუქცია, რომელიც ბევრი მოვაჭრისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

ადამიანებმა, რომლებიც აქ წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ და შემოსავლის ერთადერთი წყარო ჰქონდათ, შიგნით არსებული მდგომარეობა ტელეფონით გადაიღეს.

დაზარალებულებს შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც ბავშვთა სამყაროში გახსნის დღიდან ანუ 33 წელი მუშაობდნენ. ასევე ადამიანები, რომლებიც ამ შენობაში ცხოვრობდნენ კიდეც.

მოვაჭრეთა უმეტესობას ცხოვრების დაწყება თავიდან უწევს. 20 იანვრის ღამეს ყველაფერი ადგილზე ჩაიფერფლა. იხსენებენ, რომ ეს ბაზრობა ხანძრის კერა რამდენჯერმე უკვე იყო. დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ, რადგან მათი ქონება დაზღვეული არ იყო.

ასეთი მასშტაბის ხანძარი ზიანს სახელმწიფოსაც აყენებს. თუკი დამწვარი დახლების ზარალი თითოეულ მოვაჭრის პირადი ტვირთია, ეს ტვირთი ათასობით განადგურებული სამუშაო ადგილი და დახმარების მოლოდინში მყოფი მოქალაქეა.

ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი.

დღის ამბები