05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
დღეს გახდება ცნობილი, რომელი გადაცემები დაიხურება საზოგადოებრივ არხზე

დღეს გახდება ცნობილი, რა გადაცემები დარჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და რომელი დაიხურება.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის თქმით, გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე დღეს 12 საათზე გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც დეტალურად ისაუბრებს სამომავლო გეგმებზე.

ამ გეგმას ელოდებიან სამეურვეო საბჭოს წევრებიც. მათ აინტერსებთ, როგორ აპირებს არხის რეორგანიზებას ახალი ხელმძღვანელი. მათი აზრით, გადაცემა რეალური სივრცე არ უნდა დაიხუროს, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვან პერიოდში.

დღის ამბები